მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-02-07 23:36:09

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალს შედარებით გამოიდარებს, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. დედაქალაქში ღამის საათებში მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 თებერვალი +10°C, 9 თებერვალი +8°C, 10 თებერვალი +12°C, 11 თებერვალი +7°C.