ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე დაახლოებით 10 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ტოიოტა"-ს მარკის, პიკაპის ტიპის და "კამაზი"-ს მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ. "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი აღნიშნავს რომ მოდიოდა მთავარ გზაზე რა დროსაც დაინახა რომ წინ "კამაზი"-ს მარკის ავტომობილმა გზა გადაუჭრა, გამოიყენა მუხრუჭი, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება ვერ შეძლო. "კამაზი"-ს მარკის სატვირთო ავტომობილი ერთერთ სამშენებლო კომპანიას ეკუთვნის და არსებული ინფორმაციით მძღოლი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.