რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას"აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი უძღვებოდა.
ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოს. შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების დაგროვების შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება პეტიციაში აღწერილი საკითხი განიხილოს და მასზე რეაგირება მოახდინოს.
ახალი პლატფორმის პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირმა კურტანიძე