რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად აპრილის თვეში

2025-05-02 14:32:46

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 %-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5 %-ით. ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 %-ით.
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 %-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.0 %-ით. ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 %-ით. სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1 %-ით. კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 %-ით.

იმ პროდუქტების და მომსახურების ათეული, რომელიც აპრილში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა

ლიმონი 89%
კომბოსტო 60%
ბადრიჯანი 51%
კიტრი 43%
კივი 34%
ფორთოხალი 26%
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 25%
მზესუმზირის ზეთი 23%
მანდარინი 23%
კაკაო 22%

იმ პროდუქტების და მომსახურების ათეული რომელიც ყველაზე მეტად გაიაფდა.

ინტერნეტის გადასახდელი 40%
მწვანე ლობიო 30%
ვაშლი 27%
ნიორი 23%
შპალერი 19%
ატამი 19%
თეფში 15%
საზამთრო 13%
ჭარხალი 13%
კომპიუტერი 12%

პოპულარული პროდუქტებიდან:

ხაჭაპური საცხობში გაძვირდა 6%-ით, ხაჭაპური კაფეში 3%-ით, ხინკალი რესტორანში 13%-ით,  ყვავილი 15%-ით,  შოკოლადის ფილა 17%-ით, ბინის ქირა 2%, ყავა კაფეში გაძვირდა 7%-ით,  ჩამოსასხმელი ღვინო გაძვირდა 6%-ით, ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოს ფასი იგივე დარჩა, თვითმფრინავით მგზავრობა გაიაფდა 10%-ით. სასახლის დამზადება გაიაფდა 5%, ქარხნული რძე გაიაფდა 6%-ით.