რუსთავში ავტომობილი დაიწვა

2025-05-01 11:24:03

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

დაიწვა "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ტრანსპორტში მყოფმა პირებმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლეს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.