ქუჩაში ცემის ფაქტი რუსთავში

2025-04-30 00:06:50

ქუჩაში ცემის ფაქტი რუსთავში

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, 40 წლამდე კაცსა და 2 ახალგაზრდას შორის ქუჩაში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშწორებაში გადაიზარდა.

კაცმა 25 წლამდე ბიჭებს სცემა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.