ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

2025-04-28 11:06:20

გორში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

ადგილობრივი მედიის "ქართლის ამბების" ცნობით, 2 ადამიანს რამდენჯერმე ესროლეს, საიდანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ნიშნავს.

შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი

ფოტო: ქართლის ამბები