ქობულეთი-ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში შეყვანისას.
ავარიის დროს დაშავდა კიდევ 2 მგზავრი და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზს გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.