აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო 2 დღეში ხანძარი მეორედ გაჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარ ხეებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უკიდია.
ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.