წყლის მიწოდება შეიზღუდა

2025-04-19 12:23:19

კომპანია "ჯივიპი " განცხადებას ავრცლებეს:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
დღეს, 19 აპრილს, ქალაქ რუსთავში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილის დილის 11:05 საათიდან ძველ რუსთავსა ჭყონდიდელის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა. 
ინფორმაციას წყალმომარაგების სრულად აღდგენასთან დაკავშირებით კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დამატებით გაავრცელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით
"