შეიცვლება თუ არა რუსთავი-თბილისის ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

2025-04-18 14:49:31

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო გრაფიკი სააღდგომო დღეებში უცვლელი იქნება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს.

როგორც მერიაში ამბობენ, ავტობუსები მგზავრებს სადღესასწაულო დღეებშიც ჩვეული გრაფიკით მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში უფასო იქნება შიდასაქალაქო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა.