რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების სამუშაო გრაფიკი სააღდგომო დღეებში უცვლელი იქნება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ინტერ ტრანსში" განუცხადეს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეული გრაფიკით მოემსახურებიან, თუმცა სადღესასწაულო დღეებში ივლიან მცირედით გაზრდილი ინტერვალებით.