რუსთავში ცენტრალური ხიდიდან კოსტავას გამზირამდე საცობია.
რამდენიმე საათია ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებით გადაადგილდებიან.
მიზეზი, სავარაუდოდ, რუსთავის ცენტრალური პარკის წინ, ასევე დავით გარეჯის და აღმაშენებლის ქუჩების რუსთავის სასაფლაოსთან დამაკავშირებელ ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებით, დავით გარეჯის და აღმაშენებლის ქუჩების რუსთავის სასაფლაოსთან დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 7 აპრილიდან აღდგება.