რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2025-03-18 18:10:44

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 19 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში,  სუმგაით მეტალურგების ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 19 მარტს საღამოს 22:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 მარტს საღამოს 22:00 საათიდან 20 მარტის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მე-6, მე-7, მე-7ა, მე-8, მე-14, მე-15, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს, შარტავას გამზირს, 9 ძმა ხერხეულიძის, აფხაზეთის, ახმეტელის, ბესიკის, გზირიშვილის, გურამიშვილის, გორის, გონაშვილის, დადიანის, ვახუშტის, თბილისის, თავგორაშვილი, იალღუჯის, კლდიაშვილის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ლესელიძის, მაჩაბელის, ნიშნიანიძის, ტაშკენტის, ფალიაშვილის, ქუთაისის, შევჩენკოსა და ცურტაველის ქუჩებს; მშენებელთა N10-22 (ლუწ ნომრებს), ოდიშარიას N33, 34, 36, წერეთლის N 9, 9ა, 10, 11, 12, წმინდა ნინოს N1-14, ფიროსმანის N9, სპორტის ქუჩის N6,  8; დოლიძის, ვაჟა-ფშაველას, თოდრიას, ლესელიძის, ლომოურის, მესხიშვილის, მელიქიშვილის,  მეგობრობის, შიო არაგვისპირელის, ყაზბეგის, ჩერკასკის და ჩოხელის ქუჩებს გასასვლელებითა და ჩიხებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.