რუსთავში 30 წლამდე კაცმა ამავე ასაკის მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, კაცმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რუსთაველმა სამართალდამცავებმა მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.