ავტოავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

2025-03-14 19:34:49

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ მოზარდი გზაში გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.