რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოქალაქეები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.
"ინფო რუსთავს" ფაქტის გაშუქების თხოვნით რამდენიმე მძღოლი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სასაფლაოებისკენ მიმავალ გზაზე არსებული ორმოების გამო მოძრაობის დროს პრობლემები ექმნებათ.
საინფორმაციო სააგენტომ თემაზე რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ზურა ტაბაღუას ჩაწერა..
როგორც ტაბაღუა აცხადებს, ქალაქის მასშტაბით ორმული სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
"ჩატარდა ტენდერი გზის ორმულ სამუშაოებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, ყველაზე დაზიანებული ადგილები სადაცაა ქალაქში, ის მონაკვეთები გაკეთდება და შემდეგ უკვე ეტაპობრივად მივყვებით. ეგ მონაკვეთიც და სხვა დაიზანებული მონაკვეთებიც იქნება უახლოეს მომავალში გაკეთებული. ამ დრომდე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობდა, ამის გვერდის ავლით მსგავს სამუშაოებს ვერ ჩავატარებდით, აქედან გამომდინარე, უკვე ჩატარებულია ტენდერი და უახლოეს დღეებში დაიწყება ქალაქის ტერიტორიაზე გზების ორმული დამუშავების სამუშაოები.
ეს არის მოცულობითი ტენდერი. ეს ხელშეკრულება იქნება მთელი წლის განმავლობაში მოქმედი და იმ ძველ ორმოებსაც, რაც ზამთრის პერიოდში გაჩნდა და თუკი სადმე რაიმე კიდევ დაზიანდება, მოწესრიგდება ამ ხელშეკრულების ფარგლებში", - ამბობს ტაბაღუა.