ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, სპორტის სასახლესთან, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შემდეგ "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურზე ავარდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრუო პოლიცია.