რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავის "ტოიოტას" მარკის მუსბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის სატვირთო შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.