ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში

2025-03-06 13:53:42

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი აივანზე გაჩნდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპჟი.