რუსთავში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა, გარკვეული მოთხოვნებით, დღეს დილიდან სამუშაო ადგილები დატოვა. ისინი პროტესტის ნიშნად ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები.
როგორც "ინფო რუსთავს" ფოლადსადნობის წარმოებაში დასაქმებულებმა განუცხადეს, მშრომელები ხელფასების 500-ლარიან ზრდას და ბოლო პერიოდში სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
"1 თვის წინ გვქონდა საუბარი დირექციასთან, ხელფასის მომატებას ითხოვდნენ თანამშრომლები. 1 კვირის უკან მოხდა წერილობითი ცნობა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა ეს მოთხოვნა, მოხდებოდა გაფიცვა. დღეს იყო შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და მივიღეთ უარი. ამას დაემატა ის, რომ თანამშრომლების შემცირება მოხდა 10%-ით და ერთ ადამიანს უწევს, რომ ორი ადამიანის საქმე შეასრულოს. სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს ხალხი არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას", - აცხადებს საწარმოში დასაქმებული.
როგორც "ინფო რუსთავისთვისაა" ცნობილი, ამ წუთებში ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.