საქსტატის ინფორმაციით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა.
2024 წელს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 1.1% იყო, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
გასული წლის იანვართან შედარებით ფასები მომატებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე 3%-ით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 6.2%-ით გაიზარდა. სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფშიც ფასების ზრდა ფიქსირდება 6.9%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8%-ით.
იანვარში წლიურად ფასი შემცირებულია კავშირგაბმულობის ჯგუფში 12.5%-ით. ასევე დაიკლო ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი საქონლისა და მომსახურების ფასებმა 1%-ით.
2025 წლის იანვარში ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
მწვანილი - 88%
ბადრიჯანი - 75%
კომბოსტო - 63%
ნიორი - 36%
კივი - 35%
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 28%
მწვანე ლობიო - 24%
ბრინჯი - 20%
პომიდორი - 20%
ფასები შემცირებულია შემდეგ პროდუქტებზე:
ინტერნეტის გადასახდელი - 40%
ანტიბიოტიკები - 26%
ყურძენი - 16%
საზამთრო - 16%
კარტოფილი - 15%
მსხალი -14%
შპალერი - 14%
ატამი -12%
სიმინდის ფქვილი -12%