რუსთავი-თბილისის ავტობუსების მეორე ნაწილი ჩამოვიდა

2025-01-28 11:15:07

რუსთავი-თბილისის მიმართულებისთვის შეძენილი ავტობუსების მეორე ნაწილიც ჩამოვიდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 50 ერთეულამდე ავტობუსი საბაჟო პროცედურებს გადის და მგზავრებს უახლოეს მომავალში მოემსახურება.

აღნიშნული ავტობუსები მგზავრებს თბილისში კიდევ 3 ახალ მიმართულებაზე, სადგურის მოედნის, დიდუბისა და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის, გადაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქალაქმა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად 20 მილიონ ლარად თურქული კომპანია "ოტოკარისგან" 70 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

პირველი 20 ავტობუსი სექტემბერში ჩამოვიდა და მგზავრებს სპორტის სასახლის მიმართულებით ემსახურება.