24 სექტემბრიდან რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით ახალი ავტობუსები მოემსახურებიან მგზავრებს.
მგზავრობის საფასური 2,5 ლარია, თუმცა სტუდენტებისთვისა და შშმ პირებისთვის იმოქმედებს საშეღავათო ტარიფით.
სტუდენტებისთვის მგზავრობა 1,5 ლარი ეღირება, ხოლო შეზღდუდული შესაძლებლობების მქონე პირებითსვის 1 ლარი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად ქალაქმა 70 ერთეული "ოტოკარის" ფირმის ავტობუსი შეიძინა.
პირველ ეტაპზე ქალაქს 25 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადმოეცა, დანარჩენების მოწოდება კი ეტაპობრივად მოხდება.