ქალაქის მერია 70 ახალ ავტობუსს ყიდულობს

2024-07-12 11:17:07

შემოდგომიდან, რუსთვი-თბილისის მიმართულებით, 70 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს. საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გამართა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, რუსთავის მერია ტენდერს დღეს გამოაცხადებს.

ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, რუსთაველებს დედაქალაქში რამოდენიმე მარშრუტზე გადაიყვანს.