მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

2024-11-19 08:35:46

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.

გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.

დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ფოტო: პუბლიკა