სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

2024-11-07 15:40:48

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობა დარღვეული იყო.

კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე სექტორის სარჩელები, ხოლო, თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა, რომელიც ასევე ხმის ფარულობის დარღვევას გულისხმობდა.

სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” სარჩელები.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.

სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.

ცნობისთვის, არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისად, ის უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება.