სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 28 ობიექტში ჩატარდა.
საჯარიმო სანქცია ერთ-ერთ ობიექტს მითითების შეუსრულებლობის გამო, მეორეს კი ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციისთვის დაეკისრა.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 102 ობიექტზე ჩატარდა, 73 დოკუმენტურად შემოწმდა, ნიმუში აიღეს 21-დან, ჯარიმა კი 6-ს დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი მაღაზიების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.