ამინდის პროგნოზი

2024-10-31 11:04:19

31 ოქტომბერს, ხუთშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +17, +22°; მთაში +13, +18°; მაღალმთაში  +11, +16°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +14, +19°; მთაში +12, +17°; მაღალმთაში +9, +14°.

დედაქალაქშიც უნალექო ამინდი და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. თბილისში ტემპერატურა +18° გრადუსამდე აიწევს.