რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2024-10-27 21:22:50

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "პორშეს" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.