რუსთავში ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათის მონაცემებით

2024-10-26 19:24:34

რუსთავში 17:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 54 100 ადამიანმა დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით 2 საჩივარია დაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის საკუთარი პოზიცია 48 704 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული.