ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა.
შემთხვევა აფრენიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა.
ფაქტი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.
მათი თქმით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. თვითმფრინავს საქართველოს საჰაერო სივრცე დატოვებული არ ჰქონდა და უკან დაბრუნდა.