პარკირების გამო რუსთავში კაცს სცემეს.
შემთხვევა მე-17 მკრ-ში მოხდა, კონფლიქტი მეზობლებს შორის საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით ხმამაღალ შელაპარაკებაში გადაიზარდა და ფიზიკურ დაპირისპირებით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.