უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

2024-10-08 00:26:31

თბილისში უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა.

არასრულწლოვანი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არასრუწლოვანი გარდაცვლილი დახვდა.