სარეცხის დაფენის დროს მე-4 სართულიდან 30 წლის ქალი გადმოვარდა.
გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრავმით შეიყვანეს. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.