თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

2020-10-02 01:03:27

თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, სპეცოპერაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვას უკავშირდება.

"ამ ეტაპზე, დაკავებულია 14 პირი, ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, 300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი,"- აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.