2024-09-30 13:12:54
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ალაზნის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.