"დაპირისპირებულებს აშველებდა"

2024-09-29 13:46:06

"საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია",- ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

"მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.

გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ორი დღის წინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა.

კონფლიქტის საფუძველზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.