გუშინ, გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

2024-09-28 11:38:53

პირი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა.

პირი, რომელმაც მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.