ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.