ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

2024-09-26 12:02:48

ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.