საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში 37 400 -მდე კომპანია, რომელთა 81% 2022 წლის შემდეგ არის რეგისტრირებული, - კვლევას IDFI აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, ამ კომპანიებიდან 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, ხოლო 2 041 კომპანიის შემთხვევაში თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე.
„რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწვლობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.
2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კომპანიებს უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით არეგისტრირებენ. ერთი და იგივე მისამართზე ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული“, - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.
წყარო : bpn