რუსთავი-თბილისის მიმართულებისთვის შეძენილი ავტობუსების ნაწილი, 20 ერთეული, უკვე რუსთავშია და მალე მგზავრებს მოემსახურება.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მგზავრების გადაყვანა 5 მიმართულებაზე მოხდება და საბოლოო დანიშნულებასთან მისვლამდე ავტობუსები დედაქალაქში რამდენიმე გაჩერებაზეც გაჩერდებიან.
5 მარშრუტი თავისი გაჩერებებით, სადაც მგზავრების გადაყვანა მოხდება:
სადგურის მოედნის, დიდუბისა და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით, გაჩერდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ძირითად გაჩერებებზე.
სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გაჩერდება: ბარათაშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან და სადგურის მოედანზე;
დიდუბის რაიონისკენ მოძრავი ავტობუსი გააჩერებს: ევროპის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩის პანდუსზე, იუსტიციის სახლთან, მარჯანიშვილის მოედანზე, “დინამო არენასთან” და მეტროსადგურ “დიდუბესთან”.
ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გააჩერებს: ბარათაშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან, უნივერსიტეტის პირველ და მეხუთე კორპუსებთან, ვაკის პარკთან და ე.წ. მაღლივი კორპუსთან;
ყველა ავტობუსი, რომელიც საავტობუსო ზოლში იმოძრავებს, გააჩერებს ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად გაჩერებებზე, დანარჩენ შემთხვევაში, გაჩერება იქნება ნებაყოფლობითი (არასავალდებულო).
მგზავრების გადაყვანა მოხდება სპორტის სასახლისა და ისნის მიმართულებითაც.