რუსთავში სოციალურ დახმარებას, აგვისტოს თვის მონაცემის მიხედვით, 5371 ადამიანი იღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა ასეთია:
იანვარი - 5307
თებერვალი - 5320
მარტი - 5308
აპრილი - 5328
მაისი - 5347
ივნისი - 5366
ივლისი - 5350
აგვისტო - 5371
აგვისტოში თანხის ოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი, 2148 ადამიანი, 100 ლარიან დახმარებას იღებს, 1588 ადამიანი 195 ლარს იღებს, 390 ლარიან დახმარებას 1457 პირი იღებს.