ბიძინა ივანიშვილი რუსთავში ჩამოვა

2024-09-17 23:09:21

ბიძინა ივანიშვილი რუსთავში ჩამოვა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერები ბიძინა ივანიშვილთან ერთად საარჩევნო კამპანიის დროს რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში 19 სექტემბერს, ხუთშაბათს ჩამოვლენ.

"ქართული ოცნების" ლიდერების ჩამოსვლისთვის რუსთავში, კოსტავას გამზირზე მზადება დღეს დაიწყო, დამონტაჟებულია სცენაც.