კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა, დაშავდა 2 ადამიანი

2024-09-16 15:50:05

ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ავზი სახურავიდან სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდა.