უბედურ შემთხვევას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2024-09-10 13:29:36

კახეთში, წნორის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სარწყავ არხში 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.