თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, ომალო შენაქოს დამაკავშირებელ გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს და გადავარდნილი მანქანა გამვლელებმა ნახეს. მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.