ქვემო ქართლში კაცის ცხედარი იპოვეს

2024-09-08 11:39:45

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში ადგილობრივებმა კაცის ცხედარი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ, ეკუთვნის კაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.