ქობულეთში, ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი საავადმყოფოში შეყვანისას გარდაიცვალა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.